2016 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 41.2%-ით (1.2 მლრდ ლარი) არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 4.2 მლრდ ლარს შეადგენს.
PMCG-ის ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება როგორც პირველ (44.6%), ასევე მეორე (44.3%) და მესამე (36.7%) კვარტლებში. მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი - 82.5%, საშუალო - 10.9% და მცირე - 6.6%.
2016 წლის პირველ სამ კვარტალში აგრეთვე გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვა (36.2%, 1.1 მლრდ ლარი) და 3.9 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი იზრდებოდა სამივე კვარტალში (35.8%; 42.3%; 31.6% შესაბამისად).