ერთი კადრი გოდერძიმდე - ასე ქვია ფოტო კონკურს, რომლის გამარჯვებულიც ორი დღით სამთო-სათხილამური კურორტ „გოდერძი“-ს ორკაციანი საგზურის მფლობელი გახდება. კონკურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საახალწლო პიარკამპანიის #გარეთკაია ფარგლებში გამოცხადდა. საგზურის მოსაგებად საჭიროა საახალწლო თემატიკის ფოტოს გადაღება ბათუმში, ევროპის მოედანზე და მისი გაგზავნა დეპარტამენტის facebook გვერდზე visitbatumi.com. ფოტო, რომელიც აღნიშნულ გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს გახდება კონკურსის გამარჯვებული ფოტო. მისი ავტორი კი ორი დღით, კურორტ გოდერძიზე გაემგზავრება და საკუთარ თავს დაუვიწყარ საჩუქარს გაუკეთებს.