დღეს, 26 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
„აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი დღეს,მარშალ გელოვანის გამზირ N22-ში, გაიხსნება.„აგროჰაბში“ იქნება სხვადასხვა სახის წარმოება - კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერtიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება . კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის" ბრენდით გაიყიდება.
განხორციელებული ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მარკეტის დამატებას გეგმავს.