ჩეხეთის პრეზიდენტმა თანამემამულეებს შობა უცნაურად მიულოცა. მილოშ ზემანმა ჩეხეთის მოქალაქეებს საფრთხეებით სავსე ცხოვრება უსურვა. „სიკეთისა და ბედნიერების სურვება ბანალურად და მოსაწყენად მეჩვენება. შევეცდები ორიგინალური ვიყო. მინდა სახიფათო ცხოვრება გისურვოთ, რომელიც სავსე იქნება რისკებით, ბრძოლითა და გამარჯვებებით. ბრძოლის გარეშე ხომ გამარჯვება არ არსებობს,“-განაცხადა ჩეხეთის ლიდერმა საშობაო მიმართვაში.