სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სამუშაო აბინეტს პოლიცია გაჩხრეკს. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათივე თქმით, ჩხრეკის სანქციას სასამართლო სავარაუდოდ დღის ბოლომდე გასცემს. პან კინ ხეს პრობლემებიმას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მეგობარი ქალი ცოი სუნ სილი კორუფციულ სკანდალში გაეხვა. საქმეში პრეზიდენტიც ფიგურირებს, რომლის გადადგომის მოთხოვნითაც სეულში მრავალათასიანი აქციები იმართება.