2016 წლის კომპანიად „ავერსი“ აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის კომპანია გამარჯვებული „ავერსი“ გახდა.
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა. მედიკამენტების შემოტანით დაწყებული ბიზნესი, ფარმაცევტული ქსელის დაფუძნების წინსვლად იქცა. კომპანიის მასშტაბი თანდათან გაფართოვდა. ავერსი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება _ შეიქმნა ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი", დაიწყო მასშტაბური პროექტი _ "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა. მსოფლიო დონის კლინიკები უკვე გაიხსნა მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში და თბილისში გაიხსნა ავერსის ცენტრალური კლინიკა. "ავერსის" მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება "ავერსის" მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.
კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთ უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი შეაქვს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.
ღონისძიების სპონსორებია: რესტორანი „ჭაშნაგირი", სასტუმრო „მუზეუმი"