რუსეთში 25 გრადუსს ზემოთ სპირტის შემცველი სითხეების გაყიდვა დროებით შეაჩერეს. ამის მნიზეზი ირკუტსკში მომხდარი ტრაგედია გახდა. ლოსიონ ბოიარიშნიკით ირკუტსკის ოლქში 75 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი კლინიკებში რჩება. როგორც გაირკვა, ლოსიონი სიცოცხლისთვის საშიშ კონცენტრატს, ეთილის სპირტს შეიცავდა.