მორიგი სპეცოპერაცია დაღესტანში. შამილის რაიონში სამართალდამცავებმა ალყაში ორი ამბოხებული მოიქციეს. ამბოხებულებმა სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. დაღუპულთა ვინაობა დგინდება. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი რადიკალური დაჯგუფების ლიდერი იბრაჰიმ ამიროვი იყოს.