პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა ეკრძალება. თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებულ ვარიანტს ხელი თეთრი სახლის ლიდერმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ ამერიკის კონგრესი არ დარწმუნდება,რომ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს არ უქმნის.