რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენიაზე განაცხადა, რომ ალეპოდან ხალხის გამოყვანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული აქციაა.
,,საუბარია 100 000-ზე მეტ ადამიანზე, რომლებმაც გამოაღწიეს ალეპოდან. ეს იყო თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული აქცია, რომელშიც რუსეთმა უდიდესი როლი ითამაშა. რუსეთთან ერთად დიდი როლი ითამაშეს თურქეთის, ირანისა და სირიის პრეზიდენტებმაც. არ ჟღერს მოკრძალებულად, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.