ალეპოში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ზეიმობენ. ადგილობრივი მოსახლეობა სამთავრობო ჯარებს ასადის პორტრეტებით ხვდება. სახელისუფლო ძალების სამეთაურო შტაბში უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ალეპოს გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. მანამდე ქალაქი 35 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ევაკუაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.