თურქეთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პროქურთული დემოკრატიული პარტიის ლიდერი პერვინ ბულდანი დააპატიმრა. ცოტა ხნის წინ ვიცე-სპიკერის დაკავების ფაქტი ოპოზიციური პარტიის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.