ციხის ბუნტი ბრიტანეთში. ინციდენტი კენტის საგრაფოში მოხდა. მსჯავრდებულებმა საპატიმროს ერთი ფლიგელი დაიკავეს. ამბოხში 60 პატიმარი იღებდა მონაწილეობას. უსაფრთხოების სამსახურსა და მსჯავრდებულებს შორის შეტაკებებისას არავინ დაშავებულა. ინციდენტი სპეცრაზმმა აღკვეთა.