გერმანიის პოლიციამ დუისბურგში ტერორისტებთან კავიშირში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა. პოლიციის ცნობით, დაკავებულები ძმები არიან. გამოძიების ვარაუდით, ეჭვმიტანილები ობერჰაუზენის სავაჭრო ცენტრზე გეგმავდნენ თავდასხმას. გერმანული „თაგესშფიგელის“ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ბერლინში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთანაც, სადაც პოლიციამ საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა. მომხდარის გამო დროებთ დაიხურა ახლომდებარე მეტრო სადგურებიც. შეჩერებული იყო ტრამვაის მოძრაობაც. 19 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილების გამოსავლენად რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. საშობაო ბაზრობის ტერიტორიებს ოლიციის დამატებითი შემადგენლობა იცავს.