ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ ისევ გაუფასურდა.
სებ-ის ინფორმაციით, 23 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7710 ლარი ეღირება, 1 ევრო კი 2.8999 ლარი.
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ დღეში, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.0136 პუნქტით გამყარდა, ევროს მიმართ 0.0061პუნქტით.
22 დეკემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.7846 ლარი, ხოლო 1 ევრო - 2.8938 ლარს.