ჩრდილოეთ სირიაში ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებთან შეტაკებას 14 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 138 ისლამისტი. შეტაკებები ქალაქ ელ-ბაბთან მოხდა, რომელსაც ამ დრომდე ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.