ბერლინში გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს Amaq news agency-ზე დაყრდნობით, სადაც ჯიჰადისტები ამბობენ, რომ თავდამსხმელი "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია".
ტერაქტი გუშინ საღამოს ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე, განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში იმყოფება. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლონური გადამზიდავი კომპანიის მძღოლია. გამოძიების ვერსიით, ის ტერორისტმა მანქანის გატაცებისას მოკლა.