ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია, მართოს კრიზისი, დაარეგულიროს კრიზისული ვითარება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკრმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ინაშვილის პროგნოზით, დოლარის კურსი გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ქვეყანა და ხალხი, „შესაბამისად დადგება მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“
„როდესაც შენ ვერ აგვარებ კრიზისს, ქმნი საკონსულტაციო საბჭოს, რომელმაც უნდა მოგაწოდოს უფრო კომპეტენტური რჩევა, ისინი ჩაკეტილი არიან საკუთარ წრეში, საკუთარ თავში, არიან გაჟღენთილი ამპარტავნებით და ამასობაში წირავენ ქვეყანას. ჩვენი პროგნოზია, რომ დოლარის კურსი გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შესაბამისად დადგება მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.