პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადების მომზადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საქართველოს პარლამენტი პროვოკაციაში ჩაითრიოს.
ბიუროს სხდომაზე ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ მომზადებულ განცხადებას არ იცნობს.
"ისე ჩქარობთ, რაღაც პროვოკაციაში გვითრევთ. გეოპოლიტიკური ვითარება რთულია და სადღაც გვითრევთ და იქ თავს არ ჩაგათრევინებთ", - მიმართა უმცირესობას ინაშვილმა.
რეზოლუციის მიღების მოთხოვნით განცხადება პარლამენტში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე შეიტანა. საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს მოუწოდებს, უმჯობესია, განცხადება მიმდინარე კვირაში იყოს მიღებული და პარლამენტმა პოლიტიკური ნება გამოავლინოს.