საპარლამენტო უმცირესობა ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის მიღების მოთხოვნით განცხადება პარლამენტში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე შეიტანა.
მმართველი გუნდი მზადაა, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაზე იმსჯელოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით დგას, როდესაც საქმე მსგავს ტრაგედიას ეხება.
”საქართველომ უკვე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას ალეპოსთან მიმართებაში და ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების შემოთავაზებას, ჩვენ მზად ვართ მათ მიერ წარმოდგენილი ტექსტები განვიხილოთ თუ ასეთი არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველას ჩვენს ქვეყანაში ერთი პოზიცია აქვს”, - აღნიშნა თალაკვაძემ.