საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევებისა და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკის თაობაზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.
უფლებადამცველები და სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გასული ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლების მიერ წარსულში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მიმართულებით გატარებულ პოლიტიკას აფასებენ და პრევენციული ზომების შესახებ რეკომენდაციებზე მსჯელობენ.
შეხვედრაზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა კვლევის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც საქართველოს მსგავსი წარსულისა მქონე ქვეყნების ანალიზს წარმოადგენს.