მორიგი თავდასხმა ავღანეთში. ყანდაარში ორმა შეიარაღებულმა პირმა, მიკროავტობუსს გაუხსნა ცეცხლი, რომელშიც აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 4 ქალია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.