უკრაინულმა პარტია “ბატკივშინამ” დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს ფრაქციიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქციის დეპუტატი იგორ ლუცენკო განმარტავს, რომ “ბატკივშინა” გამოდის მკვლებების ამნისტიის, ტერორისტებთან მოლაპარაკებების, დონბასში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების ლეგალიზაციის წინააღმდეგ.
მანამდე პარტია “ბატკივშინამ” დაუშვებელი უწოდა დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების” ლიდერებთან მოლაპარაკებებს, რომლებშიც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო მონაწილეობდა.
უკრაინული გამოცემა Liga.net სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 7 დეკემბერს ნადეჟდა სავჩენკო საიდუმლოდ სტუმროდა მინსკს, სადაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რეპუბლიკების” ხელმძღვანელებს ალექსანდრ ზახარჩენკოსა და იგორ პლოტნიცკის შეხვდა. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსში რუსეთის საელჩოს ხელშეწყობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
მოგვიანებით, სავჩენკოსთან შეხვედრა დაადასტურა ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა იგორ პლოტნიცკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა მინსკის მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. პლოტნიცკის თქმით, საუბრის მთავარი თემა ტყვეების გაცვლა იყო.
ნოემბრის ბოლოს სავჩენკომ განაცხადა, რომ პარტია “ბატკივშინას” წევრი აღარ იქნბა, თუმცა ფრაქციაში დარჩება.