თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის გეგმა შემუშავდა. კონცეფცია კომპანია „პრაიმ ვოტერ ჰაუზ კუპერმა“ მოამზადა და პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა. გეგმა თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და ბიზნეს-ცენტრებით დატვირთვას გულისხმობს. უცხოელი პარტნიორების შეფასებით, პროექტი სარგებელს მოუტანს თბილისელებს და ასევე წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას კერძო და საჯარო სექტორებში.