ვინ იმღერებს ტრამპის ინაუგურაციაზე. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების პატივი წილად 19 წლის ჯეკი ივანკოს ხვდა. ინაუგურაციაზე ის პირადად არჩეულმა პრეზიდენტმა მიიწვია. ჯეკი ივანკომ პირველი აღიარება ამერიკული ნიჭიერში მოიპოვა. მას შემდეგ ახალგაზრდა მომღერალმა 6 სტუდიური ალბომი ჩაწერა. მას თეთრ სახლში ღონისძიებებზე ბარაქ ობამაც ხშირად იწვევდა.