არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვის დროში გაჭიანურების ფაქტს ეხმაურებიან. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქ. თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
„მეორე თვეა, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს, გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება.ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნულისაქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.