Drexel Hamilton-ის ფინანსური ანალიტიკოსი ბრაიან უატი აცხადებს, რომ კომპანია Apple-ს აქციები, ამ დროისათვის, სათანადოდ შეფასებული არ არის. ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ჩაკბეჩილი ვაშლის“აქციის ფასი 185 დოლარი უნდა იყოს. ამის არგუმენტად ექსპერტი ასახელებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც Apple-ს წმინდა მოგება რამდენჯერმე აღემატება IT-ბაზრის, კონკურენტი კომპანიის წმინდა მოგებას.
თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი პროდუქტების დაანონსების შემდეგ Apple-ს აქციები აუძილებლად გაძვირდება.
დღეისათვის Apple-ს აქციის ღირებულება 114 დოლარია, რაც კომპანიისათვის რეკორდული მაჩვენებელი არ არის.
ამ დროისათვის კომპანიის კაპიტალიზაცია 600 მლრდ დოლარს აჭარბებს.