საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის გაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვასაკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტისმომზადების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია, თავისი არსით პოლიტიკური ინიციატივაა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკურისუბიექტები და პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
„სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალილეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა.
საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობთ, არაერთ კითხვასაჩენს.
წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვისდემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისმიღებისაგან. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ, ამ თვალსაზრისით, არსებულ, ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას - კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციისდა ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირისთანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის ინიციატივა იქნება მომზადებული, ის საჯაროდ უნდა იყოს განხილული.
„სწორედ ამ საკონსტიტუციო პროექტში, სახალხო განხილვის პროცესში ვიქნებით არა მარტო აქტიურად ჩართულები, არამედ ძალიან აქტიურადავამუშავებთ ამ მექანიზმს. ეს განხილვები, სამწუხაროდ, ამ დრომდე იყო ფორმალური, ეხლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ავამუშავებთ ისე, როგორც ესარის საჭირო, იმისათვის რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ კონსტიტუციურ უფლებებს“ - განაცხადა გიორგიაბაშიშვილმა.