ნავთობი ისევ გაძვირდა. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავეის ღირებულებამ ბარელზე 57 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო წლინახევრის მაქსიმუმად შეიძლება ცაითვალის, დაბლ-იუ-თი-აის მარკის საწვავის ღირებულება კი ბარელზე 54,35 დოლარით განისაზღვრა. ბირჯის ანალიტიკოსები ნავთობის გაძვირებას ოპეკის არაწევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომლის თანახმადაც ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 560 ათასი ბარელით უნდა შემცირდეს.