ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დროებითი ზავით ისარგებლა 728 ამბოხებულმაც. მათ იარაღი დაყარეს და ქალაქიდან გავიდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული ცენტრებია მობილიზებული, სადაც ისინი ცხელ საკვებსა და სამედიცინო დახმარებას იღებენ.