Microsoft Corp-მა პროფეციული სოციალური ქსელის LinkedIn-ის შეძენის პროცესი დაასრულა, რომელიც კომპანიას $26,2 მლრდ დაუჯდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში, ყველაზე მსხვილ გარიგებად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა LinkedIn-ის შეძენის შესახებ 2016 წლის ივნისში განაცხადა. თუმცა ამ დრომდე კომპანია ევროკომისიის რეგულატორისგან საბოლოო „განაჩენს“ ელოდებოდა.