მასშტაბური ტერორისტული აქტები თურქეთში. სტამბოლში საფეხბურთო კლუბ ბეშიქთაშის სტადიონთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. მეორე ტერაქტი მაჩკას პარკში განხორციელდა, სადაც სავარაუდოდ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 29 ადამიანი ემსხვერპლა, 166 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 27 პოლიციელია. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ტერაქტის ორგანიზაებაში ეჭვმიტანილი 10-მდე პირი. მომხდარზე პასუხსიმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.