„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ იმ ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელთაც ევროკავშირი ყოველდღე აჩვენებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის სიანვესტიციო ბანკთან ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, „საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე.