Tripadvisor-ი მომხმარებელთა მოთხოვნადი მიმართულებების და მოთხოვნის ზრდის სტატისტიკას აქვეყნებს, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.
მსოფლიოს ყველაზე ზრდად მოთხოვნად მიმართულებებში, საქართველოს, კერძოდ, თბილისს მეცხრე პოზიციაზე უჭირავს.
ათეულში პირველ, მეორე და მესამე ადგილს შესაბამისად, მექსიკა, კანადა და ბრაზილია იკავებენ.
შემდეგ მოდიან ჰავაი, აზერბაიჯანი, ფილიპინები, ისრაელი, ესპანეთი. ხოლო, საქართველოს შემდეგ, ბოლო პოზიციას ინდოეთი იკავებს.
აღსანშნავია, რომ რეიტინგში, აზიის რეგიონში ბაქო ყველაზე მოთხოვნადია.
საქართველოდან Tripadvisor-ზე 103 სასტუმრო და 634 რესტორანია რეგისტრირებული.