დონალდ ტრამპმა ძალოვან უწყებებში კიდევ ერთი გენერალი მიიწვია. საგარეო უსაფრთხოების მინისტრის პოსტი მან ჯონ კელის შესთავაზა. 66 წლის გენერალმა ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. მანამდე კელი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილებოდა.