შპს ,,აიტექნიკის'' საქმეზე, მოკვლევის ვადა, 2017 წლის 30 აპრილამდე გახანგრძლივდა, - გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო.
შპს ,,აიტექნიკის'' საქმეზე მოკვლევა, ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონისმე-7 და მე-113 მუხლების სავარაუდო დარღევის ფაქტზე, სააგენტოს თავმჯოდომარის ბრძანებით, 2016 წლის 19 სექტემბრიდან დაიწყო.
მომჩივანი არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და მოპასუხეებს შორის კონკურენციის სავარაუდო შემზღუდველ შეთანხმებაზე მიუთითებს. ფაქტი, რომ მოკვლევა ორი სხვადასხვა სამართლებრივი მიზეზით მიმდინარეობს, სადაც მოპასუხეთა შემადგენლობა განსხვავებულია, გარკვეულ სამართლებრივ თავისებურებებს უკავშირდება, რამაც მოკვლევის ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჯგუფი შესაბამისი ფაქტების დადგენასა და ანალიზზე მუშაობას განაგრძობს.