გერმანიის კანცლერმა ჩადრების ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა. საგანგებო განცხადება მან ქრისტიან-დემოკრატების პარტიულ ყრილობაზე გააკეთა. „სამოსი, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც ეს იურიდიულად არის შესაძლებელი,“-აღნიშნა მერკელმა, რასაც დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.