ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს, ლედი გაგას პოსტრავმული სტრესი აქვს. ამის შესახებ მან ნიუ იორკში ალი ფორნის სახელობის უსახლკარო ჰომოსექსუალთა ცენტრში სტუმრობისას განაცხადა, მოგვიანებით კი ამ თემაზე მან ინტერვიუ BBC-ის მისცა. „ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. დღეს კი გეტყვით, რომ პოსტრავმული სტრესი მაქვს, მას შემდეგ, რაც 19 წლის ასაკში გამაუპატიურეს,“-აღნიშნა ლედი გაგამ.