ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წერილს უგზავნის.
წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექსკლუზიურად ავრცელებს.
„როდესც ამ წერილს ვწერ, საქართველოსა და უკრიანისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების გადაწყვეტილება სადაცაა მიღებული იქნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი ამჟამად ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დებატებში არიან ჩართული. თუმცა ის, რისი ბედიც ამ პროცესში წყდება, ბერვად მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსი. აქ ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური იმედებისა და მისწრაფებების, ასევე ევროკავშირის რეპუტაციის ბედი წყდება”, - წერს დონალდ ტუსკი.
როგორც ტუსკი წერს, „ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნები წავუყენეთ, რომლებიც მათ მტკივნეული რეფორმების ძალსიხმევისა და ხშირად პოლიტიკური რისკის ფასად დააკმაყოფილეს“.
„მათ ეს გამოწვევა მიიღეს მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებს თავის დაპირებებს. ნება მიბოძოთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურითერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის”, -წერს ტუსკი.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა უკიდურესად პოზიტიური როლი შეასრულა ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ბლოკავს.
დონალდ ტუსკის აზრით, სამწუხარო იქნება, თუ ევროპარლამენტის განზარხვა და მის მიერ შესრულებლი სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს.
“თუკი ჩვენ უვიზო მგზავრობა რეალობად უნდა ვაქციოთ, მე მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტიანი თავიდანვე. ამგვარად, თუ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, ჩვენ უდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ რთულ პორცესში ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა უკვე შეძლეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა.
“ეს იქნება უპატიებელი შეცდომა, თუკი ახლა ამ პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.