რომან პოლანსკის შეერთებულ შტატებს არ გადასცემენ. პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრადიციაზე უარი თქვა. კინორეჟისორზე შეერთებულ შტატებში ძებნაა გამოცხადებული. მას არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება ბრალად. პოლანსკიმ დანაშაული ჯერ კიდევ 1978 წელს აღიარა, მაგრამ შეერთებული შტატები ფარულად დატოვა. ის ამჟამად პარიზში ცხოვრობს.