ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.
"თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ საუკეთეს შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია”, -აღნიშნა სააკაშვილმა “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში.