ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ოფიციალურ გახსნამდე ბრიფინგი გამართა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა მედიას დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და რუსეთთან კონფრონტაციაზე გაამახვილა. მისივე თქმით, ნატო უფრო მჭიდროდ იმუშავებს, რათა მხარდაჭერა გაუწიოს ალიანსის პარტნიორებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ალიანსის გენერალურ მდივანმა ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაც დააანონსა და კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი.