საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ამბიციები პრემიერისა და პრეზიდენტის პოსტზე მაღალია.
“როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. მან მკითხა - შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია. მე მინდა პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა, პოლიტიკური კლასის სრულად შეცვლა. ეს არის უმაღლესი ამბიცია. მე მინდა ვიყო ამ პროცესის ნაწილი, რომ უკრაინამ მიიღოს ახალი პოლიტიკური კლასი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,დოიჩე ველესთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, თუ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, არსებობს რისკი, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაიძიროს.