მასობრივი არეულობები კიევში. გვიან ღამით გულივერის სავაჭრო ცენტრთან ერთმანეთს კიევის დინამოსა და თურქული ბეშიქთაშის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის შედეგად რამდენიმე ფანი დაშავდა. საბოლოოდ ვითარების განმუხტვა სამართალდამცველებმა შეძლეს. დინამოსა და ბეშიქტაშის შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.