პუტინი კარიერის წარმატებით დასრულებასა და მოგზაურობაზე ოცნებობს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ჩელიაბინსკში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩემი მოგზაურობა დღეს მხოლოდ საქმიანი შეხვედრებით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, სხვანაირ მოგზაურობაზე ვოცნებობ. მინდა დასვენება ბუნებაში, ისტორიული ღირშესანიშნაობების ნახვა, რისი საშუალებაც ჯერ არ მეძლევა,“-აღნიშნა პუტინმა.