ძლიერი წყალდიდობა ტაილანდში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი იმსხვერპლა, 3 კი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 12 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.