ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წლისათვის 4 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც 2017-2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტშია აღნიშნული, ფასები საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის განსაზღვრას და აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის.
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2016 წელს 5 პროცენტს, 2017 წლისათვის - 4 პროცენტს, ხოლო 2018 წლისათვის - 3 პროცენტს შეადგენს. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2017 წელს ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი 4%, ხოლო 2018-2020 წლებში 3.0 პროცენტის დონეზე იქნება.