2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2.7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. როგორც 2017-2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტშია აღნიშნული საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციური ზრდის ფარგლებში ჩამოყალიბდება და 2017-2020 წლებში 4.0-6.0 პროცენტის ფარგლებში იქნება.
წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 46.6 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წელთან შედარებით 4.0 ათასი ლარით გაიზრდება და 12 471 ლარს გაუტოლდება.