სუ-33 ტიპის ავიაგამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „ადმირალი კუზნეცოვზე“ დაშვებისას კატასტროფა განიცადა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.