გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი ახალგაზრდა დააკავეს. მას ბრალად 19 წლის გოგონას მკვლელობა ედება. ევროკომისიის მაღალჩინოსნის ქალიშვილი მარია ლადენბურგერი ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა. მისი ცხედარი 16 ოქტომბერს ფრაიბურგში აღმოაჩინეს. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. ეჭვმიტანილმა დანასაული უკვე აღიარა.